ექსკლუზიური სააღდგომო საჩუქრები და დიზაინერული კოლაბორაციები

The Art of Easter: Premium Gift Baskets & Designer Table Decor | Gift Concept

ექსკლუზიური სააღდგომო საჩუქრები და დიზაინერული კოლაბორაციები

აღდგომა წლის ყველაზე გამორჩეული დღესასწაულია — სინათლისა და განახლების სიმბოლო. ეს არის დრო, როდესაც ტრადიციული შეკრებები განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს და ახლობელი ადამიანების სტუმრობა დღესასწაულის მთავარი ხიბლია.

ჩვენ გვჯერა, რომ ასეთ განსაკუთრებულ დღეს, მასპინძლის პატივისცემა სიმბოლური, თუმცა შინაარსიანი საჩუქრით უნდა აღინიშნოს. Gift Concept.ge - ს სააღდგომო კოლექცია დაგეხმარებათ, თქვენი ჟესტი დახვეწილ საჩუქრად აქციოთ და მასპინძელს დაუვიწყარი ემოცია აჩუქოთ

წელს წარმოგიდგენთ კოლაბორაციებს, რომლებიც უმნიშვნელოვანესია, რადგან მასში ქართველი არტისტების ხედვა და ჩვენი ხარისხისადმი ერთგულება ერთიანდება. გაითვალისწინეთ, რომ ეს არის Limited Edition (შეზღუდული რაოდენობის) ნაკრებები.

1.Oda Souvenirs x Gift Concept: ექსკლუზიური სააღდგომო ნაკრები დაწნულ ყუთში

ეს ნაკრები ხელოვნებისა და ტრადიციის სინთეზია. Oda Souvenirs-თან თანამშრომლობით შექმნილი ექსკლუზიური ნაკრები მოთავსებულია დაწნულ ყუთში და აერთიანებს სიმბოლურ დეტალებს, რომლებიც ნებისმიერ სუფრას განსაკუთრებულ ისტორიას შესძენს:

  • ელენე მელქაძის არტის დეტალებით შექმნილი მაგიდის განსაკუთრებული რანერი;

  • დეკორატიული კერამიკის კვერცხი და სურნელოვანი, კვერცხის ფორმის სანთელი;

  • პრემიუმ ხარისხის მარმარილოს ლანგარი — დახვეწილი სერვირებისთვის.

👉 აღმოაჩინეთ Oda-ს ექსკლუზიური ნაკრები და დეტალები აქ

2. ID Vision x Gift Concept: სერვირების ხელოვნება და სადღესასწაულო აქცენტები

მათთვის, ვინც უპირატესობას თანამედროვე დიზაინს და გამორჩეულ ფაქტურებს ანიჭებს, წარმოგიდგენთ სააღდგომო დაწნულ კალათას, რომელიც ID Vision Studio-სთან კოლაბორაციით შეიქმნა. ეს არის დახვეწილი სტილისა და სადღესასწაულო განწყობის სრულყოფილი კომპოზიცია:

  • ID Vision-ის ექსკლუზიური დიზაინის მაგიდის ხავერდის რანერი;

  • ხავერდის ხელსახოცები სუფრის გამორჩეული გაფორმებისთვის;

  • დესერტის განსაკუთრებული ლანგარი და სააღდგომო პანეტონე.

👉 აღმოაჩინეთ ID Vision-ის დიზაინერული კალათა და დეტალები აქ

სხვადასხვა გადაწყვეტილება სააღდგომო შეკრებებისთვის

ჩვენს კოლექციაში კიდევ რამდენიმე გამორჩეული არჩევანი დაგხვდებათ:

Feast Accessories Set: სერვირების ხელოვნება

სადღესასწაულო გარემოს თითოეული ნიუანსი ქმნის. Feast Accessories Set (ID Vision Collection) სპეციალურად მათთვის შევარჩიეთ, ვისთვისაც ესთეტიკური სერვირება სტუმრების პატივისცემის გამოხატულებაა. დახვეწილი აქსესუარები ნებისმიერ ვახშამს განსაკუთრებულ ელფერს შესძენს. 👉 აღმოაჩინეთ სერვირების დახვეწილი დეტალები აქ

The Festive Finale: საღამოს დახვეწილი დასასრული

როდესაც სააღდგომო ვახშამი უფრო თავისუფალ, მეგობრულ გარემოში გადადის, დროა განსაკუთრებული განწყობა შექმნათ. იტალიური ბრენდის, RCR-ის უმაღლესი ხარისხის ბროლის ჭიქებითა და პროფესიონალური აქსესუარებით დაკომპლექტებული Deluxe Cocktail Gift Box იდეალური არჩევანია საღამოს დასამახსოვრებელი დასასრულისთვის. 👉 იხილეთ კოქტეილის პრემიუმ ნაკრები და დეტალები აქ

თუ სტუმრად იქ მიდიხართ, სადაც ბავშვები არიან...

მასპინძლის პატივისცემასთან ერთად, აღდგომის დღესასწაულზე პატარების გახარება განსაკუთრებული ტრადიციაა. თუ სტუმრად იქ მიბრძანდებით, სადაც ბავშვები არიან, ჩვენი საბავშვო ხაზი დაგეხმარებათ შეარჩიოთ საჩუქარი, რომელიც მათთვის დაუვიწყარი აღმოჩნდება.

ჩვენი საბავშვო საჩუქრები ჩვილებისა და პატარებისთვის აერთიანებს უსაფრთხო, ნატურალურ მასალებსა და დახვეწილ დიზაინს. ეს არის ჟესტი, რომელიც მშობლებისთვისაც ისეთივე სასიამოვნოა, როგორც ბავშვებისთვის.

👉 აღმოაჩინეთ ჩვილი ბავშვის საჩუქარი და საბავშვო კოლექცია აქ

რადგან ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული დეტალი სადღესასწაულო სამზადისისას, თბილისის მასშტაბით თქვენს შეკვეთებს 3 საათში მოგაწვდით