⚡ დარჩა --:--:-- შეუკვეთე და მიიღე დღესვე 🚚
გადასვლა პროდუქტის ინფორმაციაზე
ელენე მელქაძის ნახატი

📦ORDER BY 20:00 TO GET YOUR PRODUCT THE SAME DAY IN TBILISI

350.00 GEL
GIFTS PAY WITH CARDS TBILISI

ნავი
ელენე მელქაძე

ელენე მელქაძის ორიგინალი ჩანახატი, შესრულებული პასტელით. 

კომპოზიციის მთავარი მოტივი არის ნავი, რომელიც პასტელის მსუბუქი და თავისუფალი მონასმებით არის შესრულებული. ნამუშევარი მოთავსებულია შავ პასპარტუში და ჩასმულია ჩარჩოში, რომელიც დაფარულია მინით.

გაფორმება ნამუშევარს დასრულებულ სახეს აძლევს და მზად არის როგორც ინტერიერში გამოსაფენად, ისე კერძო კოლექციისთვის. 

ორიგინალი ჩანახატი Gift Concept -ის მიერ, ლამაზად და სათანადოდ შეფუთული, პირდაპირ საჩუქრად გადასაცემად არის მზად. 

ორიგინალი ნახატი განსაკუთრებული არჩევანია მათთვის, ვინც აფასებს ხელოვნებას, ინდივიდუალურობასა და უნიკალურ ნივთებს.  მისი მცირე ფორმატი და დასრულებული გაფორმება საშუალებას აძლევს ნამუშევარს მარტივად მოერგოს სხვადასხვა ინტერიერს.

იდეალურია ხელოვნების მოყვარულისთვის, მნიშვნელოვანი თარიღის აღსანიშნავად ან განსაკუთრებული ადამიანის გასახარებლად.

 

ტექნიკა: პასტელი ქაღალდზე
ნამუშევრის ზომა: 15.5 × 9 სმ
ჩარჩოს ზომა: 31 × 25 სმ
გაფორმება: შავი პასპარტუ და ჩარჩო
სტატუსი: ორიგინალი ნამუშევარი

 

ელენე მელქაძე

ელენე მელქაძე თანამედროვე ქართველი მხატვარია, რომლის შემოქმედება მოიცავს ილუსტრაციას, გრაფიკასა და ქართული კულტურისა და გარემოს თემატიკაზე შექმნილ ნამუშევრებს. მისი შემოქმედება ინახება კერძო კოლექციებში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში და საინტერესოა როგორც ქართველი, ისე საერთაშორისო ხელოვნების მოყვარულთათვის.

 

🎁 პერსონალური მისალოცი ბარათი — უფასოდ

თითოეულ შეკვეთას თან ახლავს ხელნაწერი მისალოცი ბარათი — შენი პირადი სიტყვებით, რომლებიც საჩუქარს კიდევ უფრო განსაკუთრებულს გახდის 💌

✍️ როგორ დაამატო შენი ტექსტი:

შეკვეთის გაფორმებისას, Checkout-ის ეტაპზე გამოჩნდება ველი „სპეციალური ინსტრუქციები“ ,
სადაც შეგიძლია ჩაწერო სასურველი შეტყობინება
— ჩვენ მას გადავიტანთ ბარათზე და მოვათავსებთ საჩუქარში ✨
თუ ტექსტის დამატება არ გსურთ, ბარათს ცარიელს მოვათავსებთ, რათა სურვილის შემთხვევაში თავად დაწეროთ 💛

🚚 მიწოდება იმავე დღეს, თბილისის მასშტაბით

🚚 უფასო მიწოდება მთელი საქართველოს მასშტაბით.

20:00 საათამდე განთავსებული შეკვეთების მიწოდება თბილისში იმავე დღეს, რეგიონებში → 3–5 დღის განმავლობაში.




💳 უსაფრთხო გადახდა VISA და MASTERCARD ბარათებით.

ასევე შეიძლება მოგეწონოთ