📦ORDER BY 20:00 TO GET YOUR PRODUCT THE SAME DAY IN TBILISI
ეს ნაკრები სპეციალურად 0-3 თვემდე გოგონებისთვის შეიქმნა. მასში გაერთიანებულია მსოფლიოში აღიარებული ბრენდის - Mushie-ს აქსესუარები, ხარისხის ბამბის სამოსი და აქსესუარები.
ნაკრებში დაგხვდებათ:
-
ბამბის რომპერი (3 თვე): 100%-ით ნატურალური ბამბისგან დამზადებული რომპერი, რომელიც პატარას თავისუფლად მოძრაობისა და მშვიდი ძილის საშუალებას აძლევს.
-
MUSHIE-ს სათამაშო ღრძილებისთვის — უსაფრთხო მასალისგან დამზადებული აქსესუარი, რომელიც ამშვიდებს პატარას. Mushie ამერიკული ბრენდია, რომელიც სკანდინავიური მინიმალიზმითა და უმაღლესი ხარისხით გამოირჩევა.
-
MUSHIE-ს სილიკონის კონტეინერი სასუსნავებისთვის — მოსახერხებელი სახელურებითა და სპეციალური დიზაინით, რომელიც ხელს უშლის შიგთავსის გადმოყრას. იდეალურია მოგზაურობისას ან სეირნობისას.
-
ბამბის ქუდი: ახალშობილის აუცილებელი აქსესუარი, რომელიც სათუთად იცავს და უნარჩუნებს სითბოს ბავშვის მგრძნობიარე კანს.
-
პირის მოსაწმენდები (3 ცალი): ბამბის და მაღალი შეწოვის უნარის მქონე ქსოვილი ყოველდღიური მოვლისთვის — კვების თუ ჰიგიენის დროს.
-
GiftConcept.ge-ს მისალოცი ბარათი — სადაც შეგიძლიათ დაამატოთ თქვენი პერსონალური მესიჯი, რაც საჩუქარს კიდევ უფრო ემოციურს გახდის.
ეს ნაკრები საუკეთესო საჩუქარია ახალშობილისთვის. ჩვენ შევარჩიეთ ყველაზე რბილი და უსაფრთხო ნივთები, რომ პატარამ თავი პირველივე დღეებიდან მყუდროდ იგრძნოს. აჩუქეთ ხარისხი და სიყვარული GiftConcept.ge-სთან ერთად.
🎁 პერსონალური მისალოცი ბარათი — უფასოდ
თითოეულ შეკვეთას თან ახლავს ხელნაწერი მისალოცი ბარათი — შენი პირადი სიტყვებით, რომლებიც საჩუქარს კიდევ უფრო განსაკუთრებულს გახდის 💌
✍️ როგორ დაამატო შენი ტექსტი:
შეკვეთის გაფორმებისას, Checkout-ის ეტაპზე გამოჩნდება ველი „სპეციალური ინსტრუქციები“ ,
სადაც შეგიძლია ჩაწერო სასურველი შეტყობინება
— ჩვენ მას გადავიტანთ ბარათზე და მოვათავსებთ საჩუქარში ✨
თუ ტექსტის დამატება არ გსურთ, ბარათს ცარიელს მოვათავსებთ, რათა სურვილის შემთხვევაში თავად დაწეროთ 💛
🚚 მიწოდება იმავე დღეს, თბილისის მასშტაბით
🚚 უფასო მიწოდება მთელი საქართველოს მასშტაბით.
20:00 საათამდე განთავსებული შეკვეთების მიწოდება თბილისში → იმავე დღეს, რეგიონებში → 3–5 დღის განმავლობაში.