თავის მოვლის სასაჩუქრე ყუთი
სასაჩუქრე ნაკრები შედგება თავის მოვლისათვის აუცილებელი პრემიუმ პროდუქტებისაგან, რომელიც "selfcare" პროცედურას სასიამოვნოს გახდის. განსაკუთრებით გაახარებს მათ, ვინც ზრუნავს სილამაზეზე და თავის მოვლაზე.
ნაკრებში შედის:
-
CLARINS ხავერდოვანი გამწმენდი რძე – კანის მოვლის აუცილებელი პროდუქტი, რომელიც ნაზად წმენდს, და კანს რბილსა და კაშკაშას ხდის.
-
“I Am Sorry for my skin” სახის ნიღაბი – შექმნილია კანის გასაჯანსაღებლად და გასაახალგაზრდავებლად.
- FREEZA თვალისა და ტუჩის პაჩები – ხსნის შესიებას & ეფექტიანად ებრძვის თვალის ირგვლივ მუქ წრეებს, კვებავს და ატენიენებს ტუჩებს, უნარჩუნებს ელასტიურობას. ვეგანური - არ შეიცავს პარაბენებს, სულფატებს და ხელოვნურ საღებავებს.
- მეტალის გუაშა – აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ამცირებს შეშუპებას, ეხმარება კანს ტონუსისა და ელასტიურობის შენარჩუნებაში.
-
STENDERS ნატურალური საპონი შტოშის არომატით – ნატურალური ხელნაკეთი საპონი ყოველდღიური კანის მოვლის რიტუალისთვის.
-
სურნელოვანი სანთელი - ქმნის თბილ, დამამშვიდებელ ატმოსფეროს, რაც უფრო მეტად სასიამოვნოს ხდის სილამაზის რუტინის შესრულების პროცესს.
-
კოსმეტიკური სპონჟების ნაკრები – დეკორატიული "ღრუბლები" სახის კანის რუტინისათვის. რაოდენობა: 3ც.
-
თმის სამაგრი NUOVO CONCEPT – პრაქტიკული გამოსაყენებელი თმის რეზინა, როგორც თავის მოვლის რუტინის ჩატარებისას, ისე ყოველდღიური ვარცხნილობისთვის.
-
სახის პირსახოცი KRONBORG – რბილი და ფაფუკი პატარა ზომის პირსახოცი, სახის კანის სპეციალური მოვლისთვის. ზომა: 30/30 სმ.
- მისალოცი ბარათი GIFT CONCEPT - განსაკუთრებული პატერნით გაფორმებული ბარათი, სადაც შეგიძლიათ დაწეროთ თქვენი გულწრფელი მილოცვა და პირადი სურვილები, რაც საჩუქარს კიდევ უფრო განსაკუთრებულს გახდის.
✨ პრემიუმ კლასის თავის მოვლის ნაკრები, იდეალური საჩუქარი განსაკუთრებული ადამიანისთვის.