გადასვლა პროდუქტის ინფორმაციაზე
პრემიუმ სასაჩუქრე ბოქსი ჩვილისთვის (Unisex) – ახალშობილის ნაკრები 0-3 თვე

ჩვილის სასაჩუქრე ნაკრები | 0-3 თვის ნაკრები

განსაკუთრებული ზრუნვითა და ყურადღებით შერჩეული თითოეული ნივთი განკუთვნილია ახალშობილის მოვლისთვის. ყველა პროდუქტი დამზადებულია უსაფრთხო, ანტიალერგიული და ბუნებრივი მასალისგან, რაც უზრუნველყოფს ბავშვის კომფორტსა და ჯანმრთელობას.

ნაკრებში შედის:

  • თეთრი გრძელსახელოებიანი ბოდე Carter’s (0–3 თვე) – ბუნებრივი ბამბის კომფორტული ბოდე ყოველდღიური გამოყენებისთვის.
  • ჩვილის გასახვევი ძილისთვის (Swaddle Wrap) – ეს გასახვევი პატარას ხელებს ნაზად და საიმედოდ აფიქსირებს, რომ ძილში უნებლიე მოძრაობებმა არ შეაკრთოს და არ გააღვიძოს. დამზადებულია 100%-ით ნატურალური ბამბისგან.
  • საწოვარას სამაგრი Cuddle Campus – პრემიუმ ხარისხის სილიკონის სამაგრი უზრუნველყოფს საწოვარის ჰიგიენას. რაოდენობა: 1ცალი.

  • ჩვილის აბაზანის ღრუბელი – რბილი და უსაფრთხო დელიკატური კანისთვის, იდეალურია ყოველდღიური გამოყენებისთვის. (რაოდენობა: 1 ცალი).

  • თეთრი წინდები Carter’s (0–3 თვე) – რბილი და სუნთქვადი წინდები . მასალა: 100 % ბამბა. რაოდენობა: 1 წყვილი.

  • მუსლინის წინსაფარი – მუსლინის ნაზი და პრაქტიკული წინსაფარი. რაოდენობა: 1 ც.

  • მუსლინის პირსაწმენდები – 100% ორგანული ბამბის ნაზი და პრაქტიკული პირსაწმენდების ნაკრები. რაოდენობა: 3 ცალი.

  • SKIP HOP კონტეინერი – პრაქტიკული და მოსახერხებელი, იდეალურია ბავშვის საკვებისა და სნექის უსაფრთხოდ შესანახად როგორც სახლში, ასევე, მგზავრობისას. რაოდენობა: 1 ცალი.
  • დეკორატიული სანთლები – სადღესასწაულო განწყობის შესაქმნელად თქვენი ცხოვრების ამ მნიშვნელოვან მომენტში. (რაოდენობა: 2 ცალი).

  • მისალოცი ბარათი Gift Concept - განსაკუთრებული პატერნით გაფორმებული ბარათი, სადაც შეგიძლიათ დაწეროთ თქვენი გულწრფელი მილოცვა და პირადი სურვილები, რაც საჩუქარს კიდევ უფრო განსაკუთრებულს გახდის.

✨ უსაფრთხოა ჩვილებისთვის

ყველა ნივთი დამზადებულია მაღალი ხარისხის, არატოქსიკური და BPA-free მასალებისგან, რაც უზრუნველყოფს მაქსიმალურ კომფორტს და უსაფრთხოებას ახალშობილის ნაზი კანისთვის.

თითოეული პროდუქტი სათუთად არის შერჩეული, რომ პატარას პირველივე თვეებში სითბო, სიხარული და პრაქტიკულობა შესძინოს. 

🚚 მიწოდება იმავე დღეს, თბილისის მასშტაბით

🚚 უფასო მიწოდება მთელი საქართველოს მასშტაბით.

20:00 საათამდე განთავსებული შეკვეთების მიწოდება თბილისში იმავე დღეს, რეგიონებში → 3–5 დღის განმავლობაში.




💳 უსაფრთხო გადახდა VISA და MASTERCARD ბარათებით.

ასევე შეიძლება მოგეწონოთ