⚡ დარჩა --:--:-- შეუკვეთე და მიიღე დღესვე 🚚
გადასვლა პროდუქტის ინფორმაციაზე
ინსპირაციის ნაკრები – ფერები, დიზაინი და მუსიკა
GIFTS PAY WITH CARDS TBILISI

ფერადი დეტალები, გამორჩეული დიზაინი და მუსიკა, რომელიც ყოველდღიურობას შთაგონებას მატებს

ფერადი დეტალები, გამორჩეული დიზაინი და სასიამოვნო განწყობა — ეს სასაჩუქრე ნაკრები აერთიანებს სხვადასხვა ბრენდის საინტერესო აქსესუარებს, რომლებიც ყოველდღიურობას მეტ ხალისსა და ინდივიდუალობას სძენს. იდეალური არჩევანია მათთვის, ვისაც უყვარს მუსიკა, კრეატიული ნივთები და ფერადი ინტერიერის დეტალები.

ITEM International ბლოკნოტი – ესპანეთი

თანამედროვე დიზაინის ბლოკნოტი ყოველდღიური ჩანაწერებისთვის, იდეებისა და გეგმების შესანახად. ზომა: 21/15 სმ.

KAPIMEX Home & Decor კერამიკული სანთელი

ფერადი დეკორატიული სანთელი კერამიკულ ჭურჭელში, თავსახურით. მისი გამორჩეული დიზაინი მას ინტერიერის საინტერესო აქსესუარადაც აქცევს. სიმაღლე: 14 სმ | დიამეტრი: 8 სმ.

LEXON Mino+ Bluetooth დინამიკი

იტალიელი დიზაინერების, მანუელა სიმონელისა და ანდრეა კუალიიოს მიერ შექმნილი კომპაქტური დინამიკი აერთიანებს მინიმალისტურ დიზაინსა და პრაქტიკულ ფუნქციონალს. ალუმინისა და ABS-ის კომბინაციით დამზადებული მსუბუქი მოდელი საშუალებას გაძლევთ, საყვარელი მუსიკა ყველგან თან იქონიოთ.

მახასიათებლები: Bluetooth 4.2 | მოქმედების რადიუსი – 10 მ | ორი დინამიკის სტერეოდ დაკავშირების ფუნქცია | ჩაშენებული მიკროფონი | სელფის დისტანციური მართვა | მუშაობის დრო – 3 საათამდე | USB-C და თავსებადი უსადენო დამუხტვა | დამუხტვის დრო – დაახლოებით 1 საათი | ზომა – 3.7 × 3.7 სმ | წონა – 73 გ.

ფერადი და ორიგინალური საჩუქარი დაბადების დღისთვის, განსაკუთრებული შემთხვევისთვის ან უბრალოდ სასიამოვნო სიურპრიზად მათთვის, ვისაც უყვარს მუსიკა, დიზაინი და გამორჩეული ნივთები.

GiftConcept.ge – გამორჩეული სასაჩუქრე ნაკრებები უფასო მიწოდებით საქართველოს მასშტაბით და იმავე დღეს თბილისში.

🎁 პერსონალური მისალოცი ბარათი — უფასოდ

თითოეულ შეკვეთას თან ახლავს ხელნაწერი მისალოცი ბარათი — შენი პირადი სიტყვებით, რომლებიც საჩუქარს კიდევ უფრო განსაკუთრებულს გახდის 💌

✍️ როგორ დაამატო შენი ტექსტი:

შეკვეთის გაფორმებისას, Checkout-ის ეტაპზე გამოჩნდება ველი „სპეციალური ინსტრუქციები“ ,
სადაც შეგიძლია ჩაწერო სასურველი შეტყობინება
— ჩვენ მას გადავიტანთ ბარათზე და მოვათავსებთ საჩუქარში ✨
თუ ტექსტის დამატება არ გსურთ, ბარათს ცარიელს მოვათავსებთ, რათა სურვილის შემთხვევაში თავად დაწეროთ 💛

🚚 მიწოდება იმავე დღეს, თბილისის მასშტაბით

🚚 უფასო მიწოდება მთელი საქართველოს მასშტაბით.

20:00 საათამდე განთავსებული შეკვეთების მიწოდება თბილისში → იმავე დღეს, რეგიონებში → 3–5 დღის განმავლობაში.




💳 უსაფრთხო გადახდა VISA და MASTERCARD ბარათებით.

ასევე შეიძლება მოგეწონოთ