📦ORDER BY 20:00 TO GET YOUR PRODUCT THE SAME DAY IN TBILISI
სუფრის აქსესუარების ნაკრები – "Spring Bloom"
ნაკრები შედგება თანამედროვე დიზაინის ელემენტებისგან, რომელიც განსაკუთრებულს გახდის ნებისმიერ დღესასწაულს. ხავერდის რანერი და ხელსახოცები შექმნილია ID Vision-ის - ქართველი ინტერიერის დიზაინერის მიერ. ყველა ორნამენტი არის უნიკალური, ხელით დახატული და ხავერდის ქსოვილზე დაბეჭდილი, ხოლო ხელსახოცების ხელნაკეთი შესაკრავები დამზადებულია ჰოლანდიური დიზაინ პრემიუმ ბრენდის ANNA+NINA-ს მიერ.
ნაკრებში შედის:
- რანერი ID VISION – უნიკალური დიზაინის ხავერდის რანერი განსაკუთრებულ ელფერს შესძენს ნებისმიერ დღესასწაულს. ზომა: 45 x 145 სმ
- ხავერდის ხელსახოცები ID VISION - გამორჩეული დეტალები, რომლებიც ხაზს გაუსვამს ელეგანტურ სერვირებას მაგიდის გაწყობისას. რაოდენობა: 4 ცალი.
- ხელსახოცების შესაკრავები ANNA+NINA – ჰოლანდიური პრემიუმ ბრენდის ხელნაკეთი აქსესუარები. რაოდენობა: 4 ცალი.
- შანდლები ATMOSPHERA - ფრანგული ბრენდის კერამიკის შანდლები, იდეალურია სერვირებაში დამატებითი ელემენტების შესატანად. რაოდენობა: 1 ცალი.
- დეკორატიული სანთლები - მყუდრო და ელეგანტური ატმოსფეროს შესაქმნელად. რაოდენობა: 1 ცალი.
- მისალოცი ბარათი უნიკალური პრინტით, შექმნილი Gift Concept-ის მიერ – განსაკუთრებული ადამიანების მიმართ გულწრფელი სურვილების გამოსახატად.
Signature Dining Set იდეალური საჩუქარია მათთვის ვისაც უყვარს გამორჩეული დიზაინის სახლის ნივთები. ასევე, მათთვის ვინც დიდ ყურადღებას ანიჭებს სადღესასწაულო ვახშმებს, ოჯახური შეკრებებს და განსაკუთრებულ მასპინძლობას.
🎁 პერსონალური მისალოცი ბარათი — უფასოდ
თითოეულ შეკვეთას თან ახლავს ხელნაწერი მისალოცი ბარათი — შენი პირადი სიტყვებით, რომლებიც საჩუქარს კიდევ უფრო განსაკუთრებულს გახდის 💌
✍️ როგორ დაამატო შენი ტექსტი:
შეკვეთის გაფორმებისას, Checkout-ის ეტაპზე გამოჩნდება ველი „სპეციალური ინსტრუქციები“ ,
სადაც შეგიძლია ჩაწერო სასურველი შეტყობინება
— ჩვენ მას გადავიტანთ ბარათზე და მოვათავსებთ საჩუქარში ✨
თუ ტექსტის დამატება არ გსურთ, ბარათს ცარიელს მოვათავსებთ, რათა სურვილის შემთხვევაში თავად დაწეროთ 💛
🚚 მიწოდება იმავე დღეს, თბილისის მასშტაბით
🚚 უფასო მიწოდება მთელი საქართველოს მასშტაბით.
20:00 საათამდე განთავსებული შეკვეთების მიწოდება თბილისში → იმავე დღეს, რეგიონებში → 3–5 დღის განმავლობაში.