გადასვლა პროდუქტის ინფორმაციაზე
სადღესასწაულო აქსესუარების კომპლექტი - სუფრის დეკორის ნაკრები

ნაკრები აერთიანებს თანამედროვე დიზაინის გამორჩეულ ელემენტებს, რომლებიც განსაკუთრებულ ატმოსფეროს ქმნის და ნებისმიერ დღესასწაულს დასამახსოვრებელს ხდის.

ხავერდის რანერი და ხელსახოცები შექმნილია ID Vision-ის მიერ — ქართველი ინტერიერის დიზაინერის ნამუშევარი, სადაც თითოეული ორნამენტი უნიკალურია, ხელით დახატული და შემდეგ ხავერდის ქსოვილზე დაბეჭდილი, ასევე, ნაკრები მოიცავს, ევროპული ბრენდების დახვეწილ აქსესუარებს, რაც თანამედროვე ესთეტიკასა და მაღალი ხარისხის დეტალებს ჰარმონიულად აერთიანებს და სუფრის სერვირებას განსაკუთრებულ სტილს სძენს.

ნაკრებში შედის:

  • რანერი ID VISION – უნიკალური დიზაინის ხავერდის რანერი განსაკუთრებულ ელფერს შესძენს ნებისმიერ დღესასწაულს. ზომა: 45 x 145 სმ.

 

  • ჩაიდანი - &Klevering Amsterdam ამსტერდამში დაარსებული ბრენდია, რომელიც გვთავაზობს გამორჩეული სტილის მრავალფეროვან დეკორაციებსა და საოჯახო აქსესუარებს. მინიმალისტური მაგრამ განსხვავებული დიზაინი, სერვირების საბოლოოდ სრულყოფისთვის. რაოდენობა: 1 ცალი.

 

  • ნამცხვრის ლანგარი - კერამიკის ლანგარი გერმანული ბრენდისგან Boltze, რომელიც გამოირჩევა მაღალი ხარისხის, დახვეწილი დიზაინისა და დეტალებზე განსაკუთრებული ყურადღებით

 

  • მისალოცი ბარათი უნიკალური პრინტით, შექმნილი Gift Concept-ის მიერ – განსაკუთრებული ადამიანების მიმართ გულწრფელი სურვილების გამოსახატად.

 

Spring Blossom & Velvet Table Set – შესანიშნავი არჩევანია მათთვის, ვისაც უყვარს ესთეტიკა, დეტალებზე ზრუნვა და გამორჩეული სტილის აქსესუარები ინტერიერში. იდეალურად ერგება როგორც სადღესასწაულო სუფრას, ისე მყუდრო ოჯახურ ვახშმებს, ქმნის თბილ და დახვეწილ ატმოსფეროს.

განსაკუთრებული დიზაინი და ფერების ჰარმონია მას აქცევს არამხოლოდ პრაქტიკულ, არამედ შთამბეჭდავ საჩუქრად მათთვის, ვინც აფასებს ელეგანტურ მასპინძლობას და დასამახსოვრებელ შეკრებებს.

🚚 მიწოდება იმავე დღეს, თბილისის მასშტაბით

🚚 უფასო მიწოდება მთელი საქართველოს მასშტაბით.

20:00 საათამდე განთავსებული შეკვეთების მიწოდება თბილისში იმავე დღეს, რეგიონებში → 3–5 დღის განმავლობაში.




💳 უსაფრთხო გადახდა VISA და MASTERCARD ბარათებით.

ასევე შეიძლება მოგეწონოთ